Saturday, April 22, 2017

1. პროექტის სახელწოდება: ავტორობის საკითხი "ვეფხისტყაოსანში"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:პროექტზე დაფუძნებული სწავლა აქტუალური და ეფექტურია,რადგან ეს არის პრობლემის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო.
3.პროექტის აქტუალობა:ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის ავტორის შესახებ ცოდნის გაღრმავება მეცნიერთა ვარაუდების საფუძველზე.
4.პროექტის მიზნები:მოიძიებენ მეცნიერთა კვლევებს.წყაროების გაცნობის შემდეგ დააჯგუფებენ ვერსიების შესახებ.
5.მონაწილეთა ასაკი:15-16წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:2კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობსმოსწავლეთა კვლევითი,შემოქმედებითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.შეიქმნება სლაიდები, ფოტო-ვიდეო და თეორიული მასალა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:პოემა" ვეფხისტყაოსანი"(სასკოლო გამოცემა),კალამი,სამუშაო ფურცლები,შესაბამისი ლიტერატურა,კომპიუტერი,პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა:ა)ჯგუფის შედგენა;ბ)გეგმის შემუშავება(1.როგორ და სად არის ნაწარმოებში მოხსენიებული ავტორი?2.რამდენი ვარაუდი არსებობს ავტორის ვინაობაზე?3.რას ნიშნავს "რუსთაველი"?4.რა ერქვა პოეტს?5.როდის მოღვაწეობდა და რას საქმიანობდა?6.რომელი ფრესკის მიხედვით ვსაუბრობთ პოეტზე?);გ)ჯგუფში წყვილების გამოკვეთა და ფუნქციების განაწილება;დ)მასალის მოძიება;ე)შეგროვილი მასალის დამუშავება-გამთლიანება;ვ)პრეზენტაცია.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ლიტერატურა.შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ცისნამი ბეჟანიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:cisnamibejanishvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:cisnami73.blogspot.com